
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს დაუვიწყარი დღესასწაული მოუწყვეს.
მე-5- მე-6 კლასების მოსწავლეებმა (დამრიგებელი მაია უსუფაშვილი) დედები სკოლაში მიიწვიეს და 3 მარტი განსაკუთრებულად მიულოცეს. ბავშვებმა ყველაზე ძვირფასი ადამიანები ფინჯან ყავაზე დაპატიჟეს, მათ შრომასა და ამაგს ხოტბა შეასხეს და პატივისცემა და მადლიერება გამოხატეს.
ეს ყველაფერი მშობლებისთვის მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა, შვილებმა მათ დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
კლასის დამრიგებელ მაია უსუფაშვილს ახარებს მოსწავლეთა აქტიურობა და მშობლებს სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობისთვის მადლობას უხდის.
„უღრმესი მადლობა მშობლებს, რომ მობრძანდნენ, შემოგვერთდნენ და შვილებთან ერთად იხალისეს. მშობელთა ამგვარი მხარდაჭერა და ენთუზიაზმი ძალიან მნიშვნელოვანია. ირგვლივ იყო თბილი და მყუდრო გარემო, სადაც ყველა დედა თავს განსაკუთრებულად გრძნობდა.
იხილეთ ვიდეო: