ჯვარის N4 საჯარო სკოლაში საგაზაფხულო დღესასწაულებთან დაკავშირებით მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა
12-03-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, ჯვარის N4  საჯარო სკოლის მხატვრული კითხვის წრის წევრებმა საინტერესო აქტივობები გამართეს საგაზაფხულო დღესასწაულების აღსანიშნავად.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და ჩანახატები დედაზე, ქალებზე. ამასთან, მხატვრულ კითხვაში ჩატარდა კონკურსი, რომლის ფარგლებში გამოვლინდნენ საუკეთესო მოსწავლეები.

აღნიშნული აქტივობებმა მოსწავლეებში ხელი შეუწყო ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლა, მეტყველების დახვეწა და განვითარება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203