მისალოცი ბარათები, ხელნაკეთი დეკორაციები და სახალისო ვიქტორინა - ამბროლაურის N1 სკოლის მოწაფეებმა მარტის დღესასწაულები საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
11-03-2025

„სიმბოლურია, რომ დედის დღე გაზაფხულის დასაწყისშია. ერთიც და მეორეც ხომ სიცოცხლის საწყისია. დედა ყველაზე თბილი, ყველაზე ტკბილი და ყველაზე ძლიერია“, - გვეუბნებიან ამბროლაურის N1 საჯარო სკოლაში, სადაც თბილი და მზრუნველი პედაგოგები ამ ლამაზი გრძნობების გამოხატვას მოსწავლეებსაც ასწავლიან. 

სკოლის მე-3 კლასელებმა (პედაგოგები - ნ. ჯანელიძე, ნ. ვაწაძე) დედის დღე და რვა მარტი სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს:

• მოსწავლეებმა დედებისთვის დაამზადეს მისალოცი ბარათები;

• ბიჭებმა თანაკლასელ გოგონებს თვითნაკეთი კალათები და მისალოცი ბარათები აჩუქეს;

• ასევე მოეწყო ვიქტორინა. ჯგუფებად დაყოფილ მოსწავლეებს კითხვებზე პასუხის გაცემით უნდა მიეღოთ ფრაზა:

„ყველა სიკეთის დედაა ქალი...

ქალი სიცოცხლის ჯადოქარია!!!“

აქტივობები მოსწავლეებისთვის საინტერესოსთან ერთად სახალისო აღმოჩნდა.

ვიქტორინის მონაწილეებს გადაეცათ სიგელები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203