ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და აქტივობებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
ახლახან, მე- მე-5ბ კლასელებმა მეგრული სამზარეულოს პრეზენტაცია გამართეს.
მოსწავლეებმა მეგრული ტრადიციული კერძების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, მეგრული სუფრის მთავარი კერძების რეცეპტებიც შეისწავლეს და ნამდვილი მეგრული სუფრა გაშალეს.
აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი.
იხილეთ ფოტოები: