ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლაში აქტიურად აღინიშნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი დღესასწაულები და თარიღები.
სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამჯერად, 8 მარტი ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაულის აღსანიშნად ჩატარდა ღონისძიება, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულები.
მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა სასცენო ნომრები, იმღერს, იცეკვეს და გაეცნენ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციებს