მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა გარემოსდაცვით საკითხებს. სკოლაში ფუნქციონირებს ეკოკლუბი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები არაერთ საინტერესო პროექტში იღებენ მონაწილეობას და წარმატებასაც აღწევენ.
ამჯერად, წვირმის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა გაიმარჯვა კონკურსში და უფლება მიიღო დასწრებოდა CENN-ის ორგანიზებულ ტრენინგს „ნარჩენების მართვა“, ამასთან მათ მოიპოვეს ფულადი ვაუჩერი.
„კონკურსის ფარგლებში მონაწილე სკოლებმა აწარმოეს ნარჩენების მართვის აუდიტი და ჩაწერეს ვიდეორგოლი ზემოთ აღნიშნულზე. წვირმის საჯარო სკოლა ამ ვიდეორგოლით გახდა იმ სამი გამარჯვებულიდან ერთ-ერთი, რომელიც მიიღებს ტექნიკის მაღაზია „ზუმერში“ გასანაღდებელ ვაუჩერს. მადლობა ეკოკლუბს და ყველა მონაწილე მოსწავლე-მასწავლებელს. კიდევ მრავალი წარმატება მოეტანოთ სკოლისთვის“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის მიერ გარცელბულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო: