დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში დედის დღის აღსანიშნავად საინტერესო აქტივობები ჩატარდა
11-03-2025

დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ინიციატივით კი ყველა მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება. 

ამჯერად მესტიის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა პედაგოგთა ინიციატივით დედის დღე აღნიშნეს. წაიკითხეს თემატური ლექსები დედაზე, ფერადი ფურცხლებისგან დაამზადეს სასაჩუქრე კალათები და დედის დღე მიულოცეს, როგორც თავიანთ დედებს ისე მათ პედაგოგს. 

 დედის დღე მოსწავლეთა მშობლებს მიულოცა თავად პედაგოგმაც: ძვირფასო დედებო, გილოცავთ დედის დღეს! იყავით ბედნიერი თქვენი შვილების ნათელი მომავლით! საოცარი შვილების დედები ხართ!

ოთოს, თინანოს, სოფიას, ელენეს, თომას, ტატოს, ბარბარას, მარიამს, მარიამს, იოანეს, კატოს, თეკლას, მუდამ ბედნიერი გყავდეთ დედა“. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...