
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით მასშტაბური ღონისძიება გაიმართა საგაზაფხულო დღესასწაულების აღსანიშნავად.
ხიზაბავრის სკოლის, ესთეტიკის კათედრისა და ჩვენი სოფლის კულტურის სახლის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა, თემაზე „8 მარტი და დედის დღე ერთად მომილოცნია“.
ქალბატონმა მადონა ქუქჩიშვილმა შეასრულა სიმღერები. მოეწყო მე-10 კლასელის თეონა გელაშვილის ნახატების გამოფენა, მოსწავლეებმა კი ლექსები და ამონარიდები წაიკითხეს ცნობილ ქართველ ქალებზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ასპინძის კულტურის ცენტრის წარმომადგენლები ბატონ გივი ნემსაძის ხელმძღვანელობით.
იხილეთ ფოტოები: