ჯვარის N4 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის უკეთ შესასწავლად შეიქმნა english speaking club, რომლის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო აქტივობა ტარდება
11-03-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ორგანიზებით შექმნილია სხვადასხვა ტიპის წრეები და კლუბები, რომელთა ინიციატივითაც არაერთი საინტერესო აქტივობა ტარდება.

ერთ-ერთი აქტიური კლუბი არის english speaking club, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეების სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებსა და აქტივობებს მართავენ. მაგალითად, სწორედ ამ კლუბის ინიციატივით ჩატარდა პირველი სემესტრის დამამთავრებელი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე შეასრულეს სხვადასხვა ნომრები.

აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე, რომლის მთავარი მიზანიც იყო მოსწავლეებისთვის უცხოური ენის უკეთ შესწავლა, მეტყველების დახვეწა და მათთვის მოტივაციის გაზრდა.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203