დიდი დმანისის საჯარო სკოლაში პედაგოგებთან ქალთა უფლებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა
11-03-2025

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა უფლებების დაცვას და პედაგოგებში და მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებასა და სხვადასხვა ტიპის საკითხების სიღრმისეულ სწავლა-სწავლებას.

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი მურად გუსეინოვი ესტუმრა, რომელმაც ქალთა უფლებების დაცვაზე ძალადობაზე, ნაადრევ ქორწინებაზე და ამ მიმართულებით არსებულ მთავარი გამოწვევებზე ისაუბრა პედაგოგებთან.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქალები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მათი შრომა, ძალისხმევა და გამბედაობა ქმნის უფრო სამართლიან და თანასწორ საზოგადოებას. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ მწვავედ დგას არაერთი გამოწვევა, მათ შორის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, ეკონომიკური ბარიერები, კარიერული წინსვლის სირთულეები, სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა სამართლებრივი დაცვის, სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და სხვა.

შეხვედრა ინფორმაციული და ინტერაქციული იყო, სკოლის დირექცია და პედაგოგები მადლობას უხდიან სახალხო დამცველის წარმომადგენელს მათთან მისვლისთვის და ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის. იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203