ოკამის N2 სკოლის მოსწავლეებმა 8 მარტი აღნიშნეს და გაიხსენეს ქალები, რომელთაც მსოფლიო ისტორია შეცვალეს
11-03-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება გაჯერებულია მრავალფეროვანი, როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე საზეიმო და გასართობი ღონისძიებებით, რაც მოზარდების მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

ახლახან, სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგებმა ჩაატარეს სარვამარტო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. 

მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს - დედებს, ბებიებსა და მასწავლებლებს  დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცეს და ბედნიერ დღეთა სიმრავლე უსურვეს. 

ასევე დაამზადეს კედლის გაზეთი, გაიხსენეს ქალები, რომელთაც მსოფლიო ისტორია შეცვალეს. 

ღონისძიებას ჰქონდა, როგორც საზეიმო ისე სასწავლო-შემეცნებითი ხასიათი და მოსწავლეებისთვის მეტად ინფორმაციული აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203