მარტუნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი სარვამარტო ღონისძიება და დედებისა და პედაგოგებისთვის გაზიარებული გულწრფელი ემოციები
11-03-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მარტუნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დახუნძლულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით. მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ რჩება მნიშვნელოვანი თარიღები. 

მათ შორის აღსანიშნავია სარვამარტო ღონისძიება, რომელიც სკოლის სომხური სექტორის მოსწავლეებმა გამართეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, წარმოაჩინეს ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები. 

ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და საცეკვაო ნომრები. 

მოწაფეებმა საყვარელ ქალბატონებს - დედებსა და მასწავლებლებს ზღაპრული ემოციები აჩუქეს. 

აღფრთოვანებულმა საზოგადოებამ კი მოსწავლეები მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...