ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილი და წახალისებულია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ამჟამად, სკოლაში მარი აბაშიძის წარმატებით ხარობენ. მოსწავლემ კარატეში, საქართველოს ჩემპიონატზე მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
სკოლაში მარიამს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„კიდევ ერთხელ გაგვახარა ჩვენმა მარი აბაშიძემ. საქართველოს ჩემპიონატში, კარატეში, საპრიზო, მესამე ადგილი დაიკავა. გილოცავთ, ნიჭიერო და საყვარელო მარი, მრავალი წარმატება მოგველოცოს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
იხილეთ ფოტოები: