ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
მათ შორის აღსანიშნავია, საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო ღონისძიება.
მოსწავლე-მასწავლებლებმა 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ისაუბრეს საქართველოს გასაბჭოების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამშობლოს თვითმყოფადობის შენარჩუნება.
წელს საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი გავიდა. 1921 წლის 15 თებერვალს საქართველოში წითელი არმიის ნაწილები შემოიჭრა, დაიწყო საბჭოთა რუსეთ-საქართველოს ომი. 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა დამყარდა, ჩამოყალიბდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. ამჯერად უკვე საბჭოთა რუსეთმა, ხელყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.
იხილეთ ფოტოები: