თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
10-03-2025

რა შემთხვევაში შეეძლებათ აბიტურიენტებს რეგისტრაციაში გადახდილი თანხის დაბრუნება და რა უნდა ქნან თუ ზედმეტი თანხა გადაიხადეს - აღნიშნულ კითხვებზე პასუხს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ.

ინფორმაცია რეგისტრაციისათვის გადახდილი თანხების დაბრუნების თაობაზე ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის საფასური სრულად ბრუნდება განცხადების საფუძველზე, თუ:

პირი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა;

აბიტურიენტმა შესაბამისი წლის 10 აპრილის 18:00 საათამდე წერილობით განაცხადა უარი ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობაზე;

აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი;

თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური გადახდილია მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში) ან შესაბამის აბიტურიენტს, მოთხოვნის შემთხვევაში, უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.

აბიტურიენტს რეგისტრაციის მეორე ეტაპის დასრულებიდან ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში უფლება აქვს შეავსოს თანხის დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი განაცხადის ფორმა.

გადახდილი თანხა ბრუნდება შესაბამისი განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთ თვის ვადაში. განაცხადის ფორმა და დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსდება ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge. თანხის დაბრუნების თაობაზე დაგვიანებით შემოტანილი განცხადება არ განიხილება და თანხა უკან აღარ დაბრუნდება. გაითვალისწინეთ: თუ პირი გაივლის რეგისტრაციას, თუმცა შემდეგ გადაიფიქრებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას, იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს თანხის უკან დაბრუნებას თუ 2025 წლის 10 აპრილის 18:00 საათამდე მომართავს ცენტრს განცხადებით რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...