
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები უცხოურ ენებს საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ. მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით სარგებლობს პროექტებით სწავლება.
ახლახან, მე-7 კლასში, რუსული ენის გაკვეთილზე განხორციელდა პროექტი თემაზე - ინტერვიუს აღებას ვსწავლობთ (учим взять интервью)
მოსწავლეები პროექტის თემას ინტერესით გაეცნენ, შეისწავლეს ინტერვუს აღების წესები და მეთოდები, შემდეგ კი პრაქტიკულ აქტივობასაც შეუდგნენ.
მოსწავლეებმა ერთმანეთს ინტერვიუები ჩამოართვეს და ლექსიკური მარაგი გაიმდიდრეს.
სასწავლო პროცესს პედაგოგი სათენიკ კარაპეტიანი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: