ოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მესხური ტრადიციული საცხოვრებელი სახლის მაკეტი შექმნეს 
11-03-2025

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ. 

ახლახან, საგაკვეთილო პროგრამის ფარგლებში, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს საინფორმაციო სახის გაკვეთილი თემაზე - „მესხური ტრადიციული საცხოვრებელი სახლი“.

თემის ფარგლებში მოსწავლეებმა დაამზადეს მესხეთში გავრცელებული ბანიანი სახლის მაკეტი და წარუდგინეს სასკოლო საზოგადოებას. ასევე,  პრეზენტაციის სახით განიხილეს მესხური ტრადიციული საცხოვრებელი სახლის ტიპები, აგებულება და  მათი დანიშნულება.

მოსწავლეებმა, აგრეთვე, ისაუბრეს მესხურ დარანებზე და მათ ფუნქცია-დანიშნულებაზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...