ქუთაისის N24 სკოლის მხიარულთა და საზრიანთა გუნდის წარმატება ქუთაისის სასკოლო ჩემპიონატში
11-03-2025

ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და მათ წახალისებას, იპოვონ და განივითარონ ნიჭი და შესაძლებლობები. მოტივირებული მოსწავლეები კი სხვადასხვა კონკურსში წარმატებას აღწევენ და სკოლას ასახელებენ. 

ახლახან, ქუთაისში „ქართული ლიგის“ სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა. ჩემპიონატზე ქუთაისის სკოლების მხიარულთა და საზრიანთა გუნდები შეეჯიბრნენ ერთმანეთს.

ქუთაისის N24 საჯარო სკოლის გუნდი „ბრავო“ კონკურსში ევროპის უნივერსიტეტის რჩეულად დასახელდა და დამსახურებული პრიზიც მიიღო. 

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ქუთაისის სასკოლო ჩემპიონატის რჩეულ 10 საჯარო სკოლას შორის დასახელებულ ჩვენი სკოლის დებიუტანტ გუნდ „ბრავოს“. სკოლის სახელით დიდი მადლობა მონაწილეებს - მარიამ კაპანაძეს, ნიკოლოზ ესებუას, ბარბარე ხალიანს, თაზო ცხადაძეს, ედიკა რიჟამაძეს, ბარბარე მილაძეს და ანასტასია ნიქაბაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203