ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დახუნძლულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით. მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ რჩება მნიშვნელოვანი თარიღები.
სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა დედის დღე. გაზაფხულის ამ ლამაზ დღესასწაულს სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა.
პირველკლასელებმა დიდი ზარ-ზეიმი მოაწყვეს და ყველაზე ძვირფას ადამიანებს დღესასწაული ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს, აღნიშნეს დედის როლი და ამაგი და მათ ბედნიერ დღეთა სიმრავლე უსურვეს. ბავშვებმა მშობლებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ქეთევან ჩაჩანიძე ხელმძღვანელობდა, რომელსაც მოსწავლეთა მშობლები განსაკუთრებულ მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები: