მთისძირის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ახობაძე რესპუბლიკურ კონფერენციაზე საუკეთესო თემის წარდგენისთვის დაჯილდოვდა
11-03-2025

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით, სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ. 

ახლახან, მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ახობაძე დაჯილდოვდა დიპლომით პირველ რესპუბლიკურ კონფერენციაში საუკეთესო თემის  - „რვალის მჭედლობა საქართველოში“ წარდგენისთვის.

კონფერენცია ქალაქ ქუთაის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა, სადაც მარიამ ახობაძე წარმატებით წარდგა აუდიტორიის წინაშე. 

სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ და მადლობას უხდიან მის პედაგოგს - სოფო ეფრემიძეს. 

„მადლობას ვუხდით ბიოლოგიის მასწავლებელს - სოფო ეფრემიძეს მარიამის გვერდით დგომისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203