ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ორგანიზებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა
10-03-2025

ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების ხელმძღვანელობით დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

ერთობლივ გრანდიოზულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა. რომლებმაც სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

გთავაზობთ იმ პედაგოგების ვინაობას რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ღონისძიების დადგმაში: პირველი კლასის დამრიგებელი - ირმა ჩინჩალაძე; მეორე კლასის დამრიგებელი - ცირა კალაიჯიშვილი; მესამე კლასის დამრიგებელი - ნანა ზაზაძე; მეოთხე კლასის დამრიგებელი - ცისანა შერგილაშვილი; მუსიკის პედაგოგი - ლეილა თელიაშვილი - ქართული საცეკვაო ნომრების ქორეოგრაფი - გიორგი მეტრეველი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203