
ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი ყოველთვის საინტერესოდ მიმდინარეობს.
მასწავლებლებმა კარგად იციან, რომ საგანთაშორისი ტრანსფერის მისაღწევად საუკეთესო საშუალება ინტეგრირებული გაკვეთილია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს შესასწავლი საკითხი სხვადასხვა დისციპლინის კუთხით განიხილონ.
ამჯერად, სკოლის მასწავლებელმა - ნათია თომაშვილმა და სოფიკო გურულმა ჩაატარეს ისტორიისა და მათემატიკის ინტეგრირებით საინტერესო გაკვეთილი.
თემად შეარჩიეს პირველი მსოფლიო ომი, სადაც მათემატიკური ნაწილი მოიცავდა სტატისტიკურ ანალიზს, სამხედრო შეიარაღების, მატერიალური რესურსის და მოსახლეობის რაოდენობის სვეტოვან თუ წრიულ დიაგრამებს, ამოცანებს და ინტერაქტიულ დავალებებს. გათვალისწინებული იყო სსსმ მოსწავლის ინტერესი და შესაძლებლობები.
იხილეთ ფოტოები: