„მადლობა, დედა“ -  ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 სკოლის მე-3 კლასელებმა ყველაზე ძვირფას ადამიანებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს
11-03-2025

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში დედაშვილობის ზეიმი მოეწყო. 

მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის თინათინ ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, დედის დღეს მიუძღვნეს მუსიკალურ-შემოქმედებითი საღამო - „მადლობა, დედა“.

მოსწავლეებმა დედის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს. ყველაზე ძვირფას ადამიანებს ლექსები, სიმღერები და საცეკვაო ნომრები მიუძღვნეს, ბოლოს კი ყვავილებიც მიართვეს. ღონისძიებაზე მიწვეული ჰყავდათ სკოლის მრავალშვილიანი დედები, რომელთა მიმართ ღონისძიების მონაწილეებმა განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატეს და ბედნიერ დღეთა სიმრავლე უსურვეს. 

ღონისძიების დასასრულს სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ „კინგსის“ და „ევერესტის“ ოლიმპიადის ფინალში გადასულ მოსწავლეები

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203