ყაურმის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებმა გაზაფხულის დღესასწაულები მშობლებსა და პედაგოგებს ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს
10-03-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ყაურმის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, იღებენ საფუძვლიან განათლებას და იმავდროულად დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ თემატურ ღონისძიებებში, რომლებიც მათ მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

ამჯერად ყაურმის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება დედის დღეს მიუძღვნეს, რომლის ფარგლებშიც, საკუთარი ხელით დაამზადეს მისალოცი ბარათები, წაიკითხეს ლექსები და კიდევ ერთხელ აღნიშნეს დედის მნიშვნელობა თუ როლი თითოეული მოზარდის ცხოვრებაში.

„დედის დღე და 8 მარტი, ყაურმის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ლამაზად გაფორმებულ საკლასო ოთახში ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით მიულოცეს დედებს, მასწავლებლებსა და თანატოლებს... უსურვეს ჯანმრთელობა, სიყვარული და სიკეთე“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი.

დედის დღე საქართველოში 1991 წლიდან აღინიშნება და მისი დაწესება პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...