კატნატუს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართულ და სომხურ კულტურებს შემოქმედებითი აქტივობა მიუძღვნეს
10-03-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, კატნატუს საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, იღებენ საფუძვლიან განათლებას და იმავდროულად დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ თემატურ ღონისძიებებში, რომლებიც მათ მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

ამჯერად კატნატუს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის დღესასწაულებს შექმომედებეთი აქტივობა მიუძღვნეს.

ხელოვნების პედაგოგის, ლუსინე მზიკიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა გაკვეთილი-ღონისძიება, სადაც წარმოდგენილი გახლდათ ქართული და სომხური ხელოვნება, კულტურა, სამზარეულო... 

აქტივობის ფარგლებში შეფასდა სამი საუკეთესო ნამუშევარი, რომელთა ავტორებსაც სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203