ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა დედებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს
11-03-2025

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად, სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან. 

სწორედ ამ ლამაზი გრძნობების გამოხატვას ისახავდა მიზნად, შემოქმედებითი აქტივობა, რომელიც დედის დღეს მიეძღვნა. 

მე-3 კლასის მოსწავლეებმა დედებისთვის ლამაზი და ორიგინალური მისალოცი ბარათები დაამზადეს, ყველაზე საყვარელ ადამიანებს თბილი და გულწრფელი სიტყვები მიუძღვნეს. 

პატარებმა დედებს ყველაზე ძვირფასი საჩუქარი დიდი სიყვარულით მიართვეს და დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203