ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში საგაზაფხულო დღესასწაულების აღსანიშნავად მოსწავლეებმა ხელნაკეთი ბარათები შექმნეს
10-03-2025

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეთა მოტივაციის მიზნით არაერთი საინტერესო აქტივობებიც იმართება.

დაწყებითი კლასების დამრიგებელი ირინა კოსტავა აქვეყნებს მოსწავლეების მიერ შესრულებულ ხელნაკეთ მისალოც ბარათებს, რომლებიც მეოთხეკლასელებმა ქალთა და დედის დღის მისალოცად შექმნეს.

გარდა იმისა, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები მოსწავლეებისთვის ძალიან სახალისოა და მასში აქტიურად ერთვება თითოეული მათგანი, ეს სამუშაოები მრავალმხრივი უნარების განვითარებას უწყობს ხელს, მათ შორისა მოსწავლეთა მოტორული უნარები.

იხილეთ ვიდეო:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203