ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში „დედის დღეს“ შემოქმედებითი და მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
10-03-2025

ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.სწორედ ამიტომ,  სკოლაში უამრავი საინტერესო და სახალისო აქტივობა ტარდება. გამონაკლისი ამჯერადაც არ ყოფილა - სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც პირველი კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.

კლასის დამრიგებლის ლანა კილაძის ხელმძღვანელობით, ხელოვნების მასწავლებლის, მაია ფხაკაძისა და მუსიკის მასწავლებლის, ქეთევან ბჟალავას ჩართულობით მოსწავლეებმა საინტერესო და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს: შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები, დახატეს დედების პორტრეტები, საკუთარი ხელით შექმნილი მისალოცი ბარათები და თაიგულები კი გადასცეს დედიკოებს.

ინფორმაციისთვის: დედის დღე საქართველოში 1991 წლიდან აღინიშნება და მისი დაწესება პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203