
თბილისის N36 საჯარო სკოლაში პოზიტიკური სასკოლო კულტურაა შექმნილი.
მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგები ამ ლამაზი გრძნობების გაზიარებას მოსწავლეებსაც ასწავლიან.
პატივისცემის, სითბოსა და მზრუნველობის გამოხატვას ემსახურებოდა მე-7ა კლასის ვაჟების აქტივობა.
მოსწავლეებმა თანაკლასელ გოგონებს სიურპრიზი მოუწყვეს და გაზაფხულის დღესასწაულებთან დაკავშირებით ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები მიართვეს.
„საამაყო ვაჟკაცები გვეზრდება“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა კრეატიულობა.