თბილისის N36 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით დასუფთავდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ეზო
10-03-2025

თბილისის N36 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „დედაბუნების მინიონები“ აქტიურად ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის პროექტებს, რომელთა მთავარი მიზანი გარემოს დაცვა და უსაფრთხოებაა.

ამჯერად, ეკოკლუბის ინიციატივით მოწესრიგდა და დასუფთავდა სკოლის ეზო. აქტივობაში მონაწილეობა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.  

ეკოკლუბის მუშაობის უმნიშვნელოვანესი მიზანია მოსწავლეებს აუმაღლოს  ეკოლოგიური ცნობიერება, განუვითაროს ბუნების სიყვარული. გააცნობიეროს თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს მოვლა და მასზე ზრუნვა. 

აღსანიშნავია, რომ  „დედაბუნების მინიონები“ მიმდინარე თვის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა აქვთ დაგეგმილი. 

იხილეთ სკოლის ეზოს დასუფთავების ამსახველი ვიდეო 1ვიდეო 2 და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203