
აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ფახულანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, იღებენ საფუძვლიან განათლებას და იმავდროულად დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ საინტერესო ღონისძიებებში, რომლებიც მათ მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
ამჯერად, ფახულანის N1 საჯარო სკოლის გუნდმა „კელაპტარმა“ მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონკურსში - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, „ურთულეს კონკურსში გუნდმა „კელაპტარმა“ დააგროვა 23 ქულა და გადავიდა ზონალურ ეტაპზე“.
გუნდის წევრები არიან: დიმა შონია, თიკა კვირკვია, ხატია გოგოხია, თეკლე შონია და გუნდის კაპიტანი ანი თირქია.
ფახულანის N1 საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს გუნდის წარმომადგენლებს.