ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქალთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.
მოწაფეებმა სარვამარტოდ დეკორაციები დაამზადეს, ხელნაკეთი თაიგულები შექმნეს და პედაგოგებს დღესასწაული დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცეს.
ბავშვები საქმეს შემოქმედებითად მიუდგნენ, მათი ნამუშევრები მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
პედაგოგებისთვის სიურპრიზი დაუვიწყარი აღმოჩნდა, მათ ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და შემოქმედებითობა და ბავშვებს დიდ მადლობას უხდიან გულწრფელი ემოციების გაზიარებისთვის.
იხილეთ ფოტოები: