
ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მასწავლებლები მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად სიყვარულისა და სითბოს გამოხატვას ასწავლიან.
სწორედ ამ ლამაზი გრძნობების გაზიარებას ისახავდა მიზნად III კლასი მოსწავლეთა დედის დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი აქტივობა, რომელიც პატარებს დამრიგებელმა- ხათუნა ავალიანმა შესთავაზა.
მოსწავლეებმა დედებისთვის ორიგინალური მისალოცი ბარათები შექმნეს და საყვარელ ადამიანებს ყველაზე ძვირფასი საჩუქარი მიართვეს.
იხილეთ ვიდეო: