„სიკეთის, იმედის წყაროა დედა“ - ნაბახტევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედიკოებსა და დიდედებს სიყვარულით მიულოცეს ლამაზი დღესასწაული
10-03-2025

გაზაფხულის შემობრძანებასა და „დედის დღეს“ ხაშურის მუნიციპალიტეტის, ნაბახტევის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა -  I, III, V და VIII კლასების.მოსწავლეებმა ძვირფასს დედიკოებს მიულოცეს დღესასწაული დევიზით:- „სიკეთის, იმედის წყაროა დედა“.

თემატიკიდან გამომდინარე, ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, ცეკვა „ყვავილების ვალსი“; ასევე დაამზადეს მისალოცი ბარათები და აქვე არც საყვარელი დიდედები დავიწყებიათ, რომელთაც მიუძღვნეს სიმღერა - „ჩემი კარგი ბებია“.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ დედის დღე საუკეთესო მიზეზია, რათა კიდევ ერთხელ, დიდი სიყვარულით მიმართონ დედას, ყველაზე ახლობელ ადამიანს და გადაუხადონ მადლობა თავდადებისათვის, ზრუნვისთვის, სინაზისთვის...

„ყველა პატარას პირველი სიტყვაა „დედა“. სწორედ დედაა ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე გვაჩუქა და რომლისთვისაც საკუთარ სიცოცხლეზე ძვირფასები ვართ;.არც ერთ ქვეყანაში იმდენი სიტყვა არ მოიპოვება დედაზე, რამდენიც ქართულში - დედაენა, დედაქალაქი, დედასამშობლო, დედამიწა...

დედაა პირველი მასწავლებელი, შვილების მეგზური ცხოვრების გზაზე. დედის ბაგეებიდან გვესმის პირველი სიტყვა, პირველი სიმღერა… მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს მშობლებს და კიდევ აღნიშნეს, რომ ყველა დედა გმირია“, - აღნიშნულია ნაბახტევის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიების წამყვანები გახლდნენ მუსიკის პედაგოგი, მე-8კლასის ხელმძღვანელი მაია რიჟამაძე და პირველი კლასის ხელმძღვანელი ეკატერინე თედეშვილი; ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულნი მე-3კლასის ხელმძღვანელი ლელა მჭედლიძე, მე-5კლასის ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე და ხელოვნების პედაგოგი ანა ღამბარაშვილი.







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203