
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, იღებენ საფუძვლიან განათლებას და იმავდროულად დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ თემატურ ღონისძიებებში, რომლებიც მათ მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
ახლახან თორიის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და რომლის მთავარი შემოქმედები სკოლის ყველაზე უმცროსი წარმომადგენლები - პირველკლასელები იყვნენ..
პატარებმა დამრიგებლის, სონა პეტროსიანის ხელმძღვანელობით, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და დედიკოებს სიურპრიზიც მოუწყვეს:
„ეს იყო მათი პირველი გამოსვლა სცენაზე, მაგრამ იმდენად კარგად და საინტერესოდ წარმოგვიდგინეს ყველაფერი, რომ გაოცებულები დავრჩით.... მათ ჰქონდათ მომზადებული სახალისო ლექსები, სიმღერები და ცეკვები. ბოლოს მომზადებული ჰქონდათ სიურპრიზი დედებისთვის....ემოციებით სავსე ღონისძიება იყო“, - ასე გამოეხმაურა თორიის საჯარო სკოლა პირველკლასელთა ღონისძიებას.
იხილეთ ფოტოები: