ჭალეს თემის N1 სკოლის მე-3 კლასელებმა მასწავლებლებს ქალთა საერთაშორისო დღე ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს 
13-03-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასელებმა პედაგოგებს სითბო და სიყვარული ლამაზი ღონისძიებით გაუზიარეს. 

7 მარტს, სკოლაში მე-3 კლასელებმა, პედაგოგ ნანი გუგუჩიას ხელმძღვანელობით ღონისძიება გამართეს, მასწავლებლებს ქალთა საერთაშორისო დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს. 

მოსწავლეებმა სტუმართა წინაშე მაღალმხატვრულად წარადგინეს ამ დღისადმი მიძღვნილი საინტერესო პროგრამა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

დღე შთაბეჭდილებებით სავსე, დასამახსოვრებელი და ხალისიანი აღმოჩნდა სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...