ჭიათურის მუნიციპალიტეტის, მეჩხეთურის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში, პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით, იღებენ საფუძვლიან განათლებას და იმავდროულად დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ თემატურ ღონისძიებებში, რომლებიც მათ მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
ახლახან, მეჩხეთურის საჯარო სკოლაში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა დედებს.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი აქტივობები და კიდევ ერთხელ უთხრეს ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ადამიანებს, რომ ისინი ძალიან უყვართ.
„დამილოცნიხართ დედებო,
შვილების თავშესაფარნო,
დედა ღვთისმშობლის დიდებამ,
ზე კალთა გადმოგაფაროთ.
გილოცავთ დედის დღეს და ქალთა საერთაშორისო დღეს!“ - ასე მიულოცა მეჩხეთურის საჯარო სკოლამ გაზაფხულის დღესასწაული ქალბატონებს.