ბიჭი ყოჩივარდებით - სკინდორის საჯარო სკოლის მოსწავლემ გაზაფხულის დღესასწაულები პედაგოგებს თაიგულებით გაულამაზა
10-03-2025

ამ დღეებში პატარა ბიჭი თუ შეგხვედრიათ მოწნულ კალათში ჩაწყობილი ულამაზესი ყოჩივარდებით, ეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სკინდორის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელი ლევან ტყემალაძეა, რომელიც სკოლისკენ მიიჩქარის და ერთი სული აქვს, უსაყვარლეს მასწავლებლებს ეს ლამაზი დღესასწაული მიულოცოს.

ლევანის ამ საქციელმა გულგრილი ვერავინ დატოვა - პატარა ჯენტლმენის მიერ ნაჩუქარმა ყვავილებმა ქალ პედაგოგებს თვალები სიხარულის ცრემლით აუვსო და სკოლაში ექსპრომტად ღონისძიებაც კი ჩატარდა, რომლის შემოქმედებიც თეა ფხალაძე, რუსუდან კაპანაძე და მარინა ფხალაძე გახლდნენ.

„სკოლის დირექცია მადლობას უხდის ლევანს და ყველა მასწავლებელს,ვინც სასკოლო საზოგადოებას გაულამაზა დღევანდელი დღე!

გილოცავთ ქალთა დღეს!

დაე, ყველა დღე თქვენი ღიმილის, ბედნიერების წყარო ყოფილიყოს“, - ასე გამოეხმაურა სკინდორის საჯარო სკოლა ამ ლამაზ აქტივობას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203