
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მანძილზე არაერთი საინტერესო ღონისძება იმართება. მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად ეხმაურებიან მნიშვნელოვან თარიღებს.
მათ შორის, აღსანიშნავია ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
მე-4 კლასის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს - დედებსა და მასწავლებლებს დღესასწაული მრავალფეროვანი ნომრებით მიულოცეს, მათ შორის, გაითამაშეს მინი წარმოდგენები, შეასრულეს მუსიკალური ნომრები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები.
ბავშვებმა ხოტბა შესხეს მშობელთა და მასწავლებელთა შრომასა და ამაგს, მათ მიმართ მადლიერება გამოხატეს და უსურვეს ჯანმრთელობა და ბედნიერ დღეთა სიმრავლე.
იხილეთ ფოტოები: