ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიაღელეს საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა.
სკოლაში დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეებმა სიყვარულით აღსავსე წარმოდგენა გამართეს და საყვარელ ქალბატონებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
ბავშვები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, მათ შორის - მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შესრულეს, თემატური ლექსები წაიკითხეს და დედებსა და პედაგოგებს ბედნიერ დღეთა სიმრავლე უსურვეს.
„ჩვენი სკოლის სახელით ყველა დედას და ქალბატონს ვულოცავთ ამ ლამაზ დღესასწაულებს ბედნიერი დედები და ქალბატონები ყოფილიყავით!“,- ასეთია მოსწავლე-მასწავლებელთა სურვილები.
იხილეთ ფოტოები: