ჩრდილების თეატრი გავაზის საჯარო სკოლაში - მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას სპექტაკლი წარუდგინეს
10-03-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის, გავაზის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და აქედან გამომდინარე, საგაკვეთილო პროცესში აქტიური მონაწილეობის პარალელურად, ადგილობრივი მოსწავლეები სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობას ატარებენ.

ახლახან, გავაზის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, წარმოადგინეს ჩრდილების თეატრის სპექტაკლი - „ბულბული“. ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპრის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილების თეატრი მუსიკისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგების - ქეთევან ქურდაძისა და სოფიო ბეგაშვილის ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც გახლდათ ცნობიერების ამაღლება თეატრალური ხელოვნების შესახებ  და ასევე შემოქმედებითი უნარების განვითარება. პედაგოგებს სურდათ, მოსწავლეები გასცნობოდნენ ჩრდილების თეატრის შექმნის ისტორიას, საკუთარი ფანტაზიით დაემზადებინათ თეატრის სცენა და მათ მიერვე შექმნილი თოჯინების გამოყენებით, ჩაეტარებინათ თეატრალური წარმოდგენა.

„მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ პროექტის მიმდინარეობაში; დაამზადეს კედლის გაზეთი, აფიშა, მოსაწვევები, შეარჩიეს მუსიკა... მომდევნო აქტივობები კი უშუალოდ სცენისა და პერსონაჟების დამზადებაზე იყო მიმართული, ყველაზე მთავარი კი მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი იყო, რომელიც სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში..

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203