მარტუნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიების ფარგლებში დედებისადმი სიყვარული კიდევ ერთხელ გამოხატეს
10-03-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მარტუნის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

პედაგოგთა ინიციატივით დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობებით  დატვირთული ღონისძიება ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც მათ კიდევ საშუალება მიეცათ კიდევ ერთხელ ეთქვათ დედიკოებისთვის, რომ ისინი ძალიან უყვართ. ეს სიყვარული გამოხატეს ლექსების წაკითხვით, სიმღერებითა და სხვადასხვა აქტივობებით.

ღონისძიება დასამახსოვრებელი და ემოციური იყო დედებისთვის, რომლებიც აქტივობას ესწრებოდნენ. 


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203