კოჭბანის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საზეიმო ღონისძიება დედებისთვის ყვავილები მიართმევით დაასრულეს
10-03-2025

„დედა, ამქვეყნიური ღვთისმშობელია, უფლისგან შვილებისთვის მოვლენილი“ - ამ სიტყვებით დაიწყო ღონისძიება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კოჭბანის საჯარო სკოლაში.

კლასის ხელმძღვანელის მარიკა ფიცხელაურისა და მუსიკის მასწავლებელის ნათია მაჭავარიანის ჩართულობით მე-2 და მე-4 კლასელებმა დედის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.

აქტივობის ფარგოლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავისი ხელით შექმნილი ნამუშევრები და მოაწყვეს გამოფენა, გააკეთეს კედლის გაზეთი, წაიკითხეს ლექსები დედაზე და თავისი დაწერილი ჩანახატები „დედაჩემი“, შეასრულეს სიმღერები და მიიღეს გამოკითხვაში მონაწილეობა „რამდენად კარგად ვიცნობ დედას".

დასასრულს კი, დიდი სიყვარულით მშობლებს მიართვეს ყვავილები და კიდევ ერთხელ, მიულოცეს დედის დღე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203