
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა პედაგოგთა ინიციატივით გაზაფხულის დღესასწაულები საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს.
„წინარეხის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასები გვილოცავენ გაზაფხულის ლამაზ დღესასწაულებს. გაზაფხული შემობრძანდა. გაიმართა ზეიმი, სადაც იგრძნობოდა ბუნების გამოღვიძება, სითბოს და სიყვარულის მატება დედიკოების და ქალბატონების მიმართ.
მოსწავლეებმა დედის დღე, რვა მარტი და გაზაფხული ერთად მიულოცეს საყვარელ დედიკოებს და მასწავლებლებს. დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა თინათინ თვაურმა და ნინო მერებაშვილმა, მუსიკის მასწავლებელ მარინა სიხუაშვილთან ერთად ბავშვებს მოამზადებინეს: ლექსები, სიმღერები და ცეკვები. ასე მხიარულად მივესალმეთ გაზაფხულს და გავახალისეთ სკოლის გარემოც“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო: