ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა.
დედის დღის ღონისძიებისადმი მორთულ სააქტო დარბაზში მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ზეიმი ჩაატარეს. წარმოაჩინეს ცოდნა, გონიერება და სხვადასხვა უნარები. ამასთან წაიკითხეს თემატური ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები.
აქტივობა განსაკუთრებით ემოციური იყო მოსწავლეთა მშობლებისთვის.
იხილეთ ვიდეო