ლიის თემის N1 საჯარო სკოლის 2023-2024 წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ 
10-03-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ლიის თემის N1 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და წარმატებებს მიაღწიონ ცხოვრების ყველა ეტაპზე.

ამის ნათელი დადასტურებაა ის ფაქტი, რომ ლიის თემის N1 საჯარო სკოლას არაერთი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.

ახლახან 2023-2024 წლის კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ.

მარი ძიგუა, სანდრო ბერიშვილი, ნინი ვეკუა, საბა აკობია, ნინი გოგოხია, ნანა ფიფია, ნათია ქარდავა, ნატა ძაგანია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ, კლასის ხელმძღვანელი კი დარეჯან ქარდავა გახლდათ. მშობლიური სკოლა ულოცავს და თითოეულ მათგანს წარმატებას უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...