ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები სატელევიზიო ლიტერატურულ კონკურსს შეუერთდნენ
11-03-2025

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა, რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და კონკურსში და ასახელებენ სკოლასა და პედაგოგებს. 

ამჟამად, მე-11 კლასის მოსწავლეები სატელევიზიო ლიტერატურულ კონკურსს - „წიგნების თაროს“ შეუერთდნენ. 

ლიტერატურის მოყვარულმა მოსწავლეებმა წარმატებით გაიარეს გასაუბრება და მოხვდნენ კონკურსანტ 32 გუნდს შორის.

გუნდის შემადგენლობაში არიან - ლიზი ტიელიძე, ანა იჩქითი და ანანო ტიელიძე.

სკოლაში მოსწავლეეთა წარმატება ახარებთ და კონკურსში გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 

„ვულოცავთ გუნდს და ვუსურვებთ წარმატებებს“- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203