სამიქაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ღვაწლს ღონისძიებით შეასხეს ხოტბა 
10-03-2025

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებასა და მოსწავლეთა პატრიოტული ღონისძიების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

მათ შორის აღსანიშნავია საინტერესო ღონისძიება, რომელიც დავით აღმაშენებლის ცხოვრებსა და მოღვაწეობას მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა მეფეთ-მეფის ღვაწლს ქართველი ერის წინაშე ხოტბა შეასხეს და მისი მეფობა კედლის გაზეთში აღწერეს. 

მოწაფეებმა კედლის გაზეთზე წმინდანად შერაცხული მეფის ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები დაიტანეს, მოიძიეს ნაკლებადცნობილი ფაქტები და ცოდნა გაიმდიდრეს. 

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203