ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მანანა ტერუნაშვილი და ელენე ტურაშვილი ესეების კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
10-03-2025

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას არაფორმალური განათლების პროექტებში ახალისებენ, რაც მათ შემართებაზე აისახება. მოტივირებული მოსწავლეები კი სხვადასხვა კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ. 

ახლახან, ზერტის საჯარო  სკოლის XI კლასის მოსწვალეებმა - მანანა ტერუნაშვილმა და ელენე ტურაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ესეების კონკურსში. 

კონკურსი თემაზე - „დემოკრატიული სახელმწიფო“ ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ და აბიტურიენტთა კლუბმა გამოაცხადა.

მოსწავლეებმა საინტერესო საკონკურსო ნამუშევრები წარადგინეს და ალტე უნივერსიტეტისგან  სერტიფიკატები დაიმსახურეს. 

მოსწავლეთა პედაგოგი ნონა ტერტერაშვილი გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203