ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლის მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგები, მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად, სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან.
სწორედ ამ ლამაზი გრძნობების გამოხატვას ისახავდა მიზნად ლაჯანის საჯარო სკოლაში გამართული დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „შვილის თვალებში მზე თუ იცინის, დედისთვის მუდამ გაზაფხულია“.
მოსწავლეებმა ყველაზე საყვარელ ადამიანებს დღესასწაული ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს, დედის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: